პარლამენტის შესასვლელთან აქციის მოანწილეები კარავს შლიან

ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელთან ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები კარავს შლიან. 

ჭიშკრებთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და აქციის მონაწილეებს ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, რათა ხვალ პარლამენტში დაგეგმილ სხდომაზე დეპუტატებმა შესვლა ვერ შეძლონ.

მსგავსი თემები