რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყო

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ აქციის მონაწილეების მსვლელობა დაიწყო. აქციას რეგიონებიდან ჩამოსული აქტივისტებიც შეურთდნენ. 

პარლამენტის წინ აქციას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მსვლელობით უერთდებიან.

17:00 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ წევრები, ასევე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები.

აქციის მონაწილეები პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებასაც გეგმავენ.

მსგავსი თემები