სტუდენტები პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას უერთდებიან

“სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ” – ამ სლოგანით თსუ-ს სტუდენტები აქცია-მსვლელობას მართავენ.

აქტივისტები მსვლელობას პარლამენტის შენობის წინ დაასრულებენ, სადაც მოძრაობა „სირცხვილიას” ორგანიზებით გამართულ აქციას შეუერთდებიან.

სტუდენტებს შორის არის ლუკა ჭაჭუა, რომელმაც წინასწარი დაკავების იზოლატორი გუშინ დატოვა. ის პატიმრობაში 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გზავნილები იგივეა, რაც მთავარ აქციაზე – სტუდენტები პროპორციული არჩევნების დანიშვნის შესახებ მოთხოვნებს იზიარებენ.

მსგავსი თემები