“სწორედ ის ადამიანები დაასაჩუქრეს ნასუფრალის შემდეგ რაც დარჩათ იმით, ვინც ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების სიაში აღმოჩნდნენ” – ეკა ბესელია

“სწორედ ის ადამიანები დაასაჩუქრეს ნასუფრალის შემდეგ, რაც დარჩათ იმით, ვინც სწორედ ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების სიაში აღმოჩნდნენ”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრისას განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, დასანანია, რომ რაზეც იდგა “ქართული ოცნება” ყველაფერს გადააბიჯეს.

„ძალიან მოკლე ფეხები აქვს ტყუილს. ისეთი უნიჭო სცენარი იყო დადგმული, რომ საკუთარი თავი ძალიან მალე გაამჟღავნეს. წარმოუდგენელი რამ არის საკუთარ პარტიაში პარტიის თავმჯდომარეს დაუპირისპირდეს დეპუტატი და შემდეგ ის დააწინაურონ. მე კონფლიქტში რომ შევედი მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით, სწორედ ამის შემდეგ დავტოვე ის თანამდებობა. რაღაც ლოგიკაში ხომ უნდა იყოს, ისეთი რამ არ უნდა მოიფიქროს, რაშიც პატარა ბავშვსაც ვერ დაარწმუნებ. სწორედ ის ადამიანები დაასაჩუქრეს ნასუფრალის შემდეგ რაც დარჩათ, ასე ვუწოდებ მე დღეს ამ თანამდებობების განაწილებას, სხვა ამას არაფერი ჰქვია, ვინც სწორედ ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების სიაში აღმოჩნდნენ. სინანულით ვუყურებ, რომ რაზეც იდგა ეს პარტია, აბსოლუტურად ყველაფერს გადააბიჯეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი თემები