„მე ვარ მეცხვარე“ – ამ სიმღერის სამღერლად „გირჩელები“ ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ დაიძვრნენ

მოძრაობა „გირჩის“ ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წარმომადგენელი პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ დაიძრნენ. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა სანახაობრივ აქციას მოიფიქრებენ, რომ ხელისუფლებას მუშაობის შესაძლებლობა არ მისცენ.

დაახლოებით 10 კაციან ახალგაზრდულ ჯგუფს ხელში ხატები უჭირავს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილია გამოსახული. როგორც ისინი აცხადებენ, ეს არის „პერფორმანსი“ რომელიც ე.წ. შუშის სასახლესთან სიმღერით „მე ვარ მეცხვარე“ დასრულდება.

მსგავსი თემები