“პოლიტიკური არეალი დაავადებულია რევანშიზმით” – დიმიტრი მხეიძე ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე ფიქრობს, რომ საპროტესტო მუხტი, რომელიც ქვეყანაში ოპოზიციური ძალების მიერ იმართება, დიდხანს არ გაგრძელდება. 

როგორც დიმიტრი მხეიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოპოზიციას რევანშის გზით სურს პარლამენტში მოხვედრა.

“პირადად მე და ჩვენი გუნდი ვფიქრობთ, რომ საპროტესტო მუხტი დიდხანს ვერ გაგრძელდება. მინდა ყველას ვუთხრა, რომ კარგად გავიხედოთ და დავინახოთ სიმართლე. როგორ შეიძლება ავყვეთ იმ პარტიას, რომელსაც უნდოდა მართლაც დასამარება დემოკრატიის, პროპორციული სისტემის. პრაქტიკულად აუქმებდნენ პროპორციულს. დღეს, ისინი ყველაფერს სათავისოდ იყენებენ, ოღონდაც მოხვდნენ პარლამენტში. რევანშიზმის ამბიციები აქვთ. პოლიტიკა რთული სფეროა. ნებისმიერ პოლიტიკოსს შეუძლია ქვეყნის კეთილდღეობაზე ერთი სიტყვით იმოქმედოს სასიკეთოდ ან ცუდად. პოლიტიკური არეალი რევანშიზმითაა დაავადებული. უნდათ პარლამენტში შემოსვლა, უნდათ შემოვიდნენ, დაიბრუნონ ძალაუფლება, აქედან გამომდინარე ხდება ეს,” – განაცხადა დიმიტრი მხეიძემ “მედიაცენტრ მთავარში” 

მსგავსი თემები