პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შესაძლოა, 2024-შიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს (ვიდეო) 

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, დეპუტატმა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, რომ 2024 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გადაწყვეტილია, თუმცა პლებისციტმა თუ რეფერენდუმმა თუ სხვა შედეგი აჩვენა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მოსახლეობა გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება დიმიტრი ხუნდაძისა და აკაკი ზოიძის ინიციატივას, მმართველმა გუნდა გადაწყვიტა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება.    

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, თუ 2024 წელს ქვეყნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის, პლებისციტი თუ რეფერენდუმი რა საჭიროა, ან, თუ გამოკითხვამ პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირა, 2024-შიც საფრთხე შეექმნება ამ სისტემას, კარლო კოპალიანმა უპასუხა, რომ ყველაფერს მოსახლეობა გადაწყვეტს.

„პლებისციტი თუ რეფერენდუმი, ეს არის ხალხის განწყობის გამოხატულება. მე რომ მკითხონ, ასეთი ფუნდამენტური გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული ხალხის გარეშე. ხალხი რასაც იტყვის, ის იქნება. რამდენიმე საარჩევნო მოდელია და თუ ხალხი იტყვის რომ სუფთა პროპორციული უნდათ, მის აზრი გასათვალისწინებელია, თუ მაჟორიტარულს დაუჭერენ მხარს, მაჟორიტარული სისტემა იქნება. დიახ, ეს იქნება ის პროცედურა და რასაც მოსახლეობა იტყვის, 2024 წლისთვის, ის ჩაიწერება კონსტიტუციაში. ამ წუთას, 2024ის წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციულით, მაგრამ ხალხის აზრის გამოხატვის შემდეგ, შეიძლება, შეიცვალოს ეს ყველაფერი“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

https://mcm.ge/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%94/

მსგავსი თემები