მეტეხის გვირაბებში ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

25 და 26 ნოემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება იალბუზის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით.

27 და 28 ნოემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბი დაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის გავლით პუშკინის ქუჩის მიმართულებით. 

როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, მეტეხის გვირაბებში 3D ლაზერული სკანირება და სტრუქტურული მდგომარეობის შემოწმება იგეგმება.

“სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად, ღამის საათებში. აქედან გამომდინარე, მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ორ-ორი ღამის განმავლობაში დაიკეტება. აქედან გამომდინარე, იალბუზის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორთაჭალჰესისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ,” – განაცხადეს მერიაში.


მსგავსი თემები