ფოთში საზღვაო აკადემია აშენდება

ფოთში საზღვაო აკადემიის მშენებლობა იწყება. ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას უკვე გადაეცა.

„საქართველოში საზღვაო განათლებას საფუძველი ფოთში ჩაეყარა და დღეს, მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქალაქში საზღვაო სწავლების ტრადიცია ბრუნდება. ახალი სასწავლებლის დაფუძნება ფოთს განვითარების ახალ შესაძლებლობას მისცემს. ახალგაზრდები ხარისხიან განათლებას საკუთარ ქალაქშივე მიიღებენ და პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან“, – აცხადებს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია.

პროექტის თანახმად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტებისთვის თანამედროვე საცხოვრებელი უნდა მოეწყოს.

საზღვაო აკადემიის სარემონტო სამუშაოები უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს და ის 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ისტორიული შენობის აღდგენის სამუშაოების ღირებულება 5 876 124 ლარით განისაზღვრა. პროექტის თანახმად, ფოთში, ახალი სასწავლებელი, საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი უნდა 2021 წელს უნდა ამოქმედდეს.

მსგავსი თემები