პარლამენტთან მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა არჩილ თალაკვაძის კომოს ტბაზე ვიზიტი გააპროტესტეს

საქართველოს პარლამენტის გვერდით შესასვლელთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია-პერფომანსი გამართეს.

აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობასთან მცირე ზომის წყლის ჭურჭელი მიიტანა და არჩილ თალაკვაძის კომოს ტბაზე ვიზიტი გააპროტესტა.

მათი თქმით, ქვეყანაში კრიზისული ვითარების დროს პარლამენტის თავმჯდომარე ძვირადღირებულ სასტუმროებში არ უნდა ისვენებდეს.

„მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ნუ დაყვება ბიძინა ივანიშვილის ნება – სურვილს და ნუ დასეირნობს კომოს ტბაზე. ქართველი ხალხი მათ აუცილებლად შეცვლის. ყველგან მივალთ, სადაც ისინი ქართველი ხალხის ფულს გაფლანგავენ. თალაკვაძეს ჩვენ აქ მოვუტანეთ ტაშტი, ჩამოდი და გააგრძელე რაც კომოს ტბაზე ვერ დაასრულე, მოდი და იჭყუმპალავე ამ წყალში. შეიძლება ეს წყალი არ იყოს ისეთი თბილი, როგორიც კომოს ტბაზეა, მაგრამ ისეთი ცივია, როგორი ცივი წყალიც შემოგვასხით ჩვენ 18 ნოემბერს”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მსგავსი თემები