სოხუმში, ე.წ კანონიერი ქურდები, ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა მოკლეს

გუშინ, სოხუმში, რესტორან „სან-რემოსთან“ ნიღბიანმა პირებმა მანქანიდან ცეცხლი გახსნეს. მოგვიანებით, მანქანა დამწვარი იპოვეს. 

სროლის დროს 22 წლის ოფიციანტი დაიჭრა. გოგონა მძიმე მდგომარეობაშია. ოპერაციის დროს მას გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. კიდევ სამი დაჭრილი სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლულები ე.წ. კანონიერი ქურდები არიან. „ინტერფაქსის“ ცნობით, მოკლულები არიან ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. ორივე გუდაუთელია.

მსგავსი თემები