„პარლამენტიდან მივდივარ? – არავითარ შემთხვევაში“ – ზვიად ძიძიგური კაბინეტს ცლის

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური პოლიტიკური თანამდებობის შესაბამის კაბინეტს ცლის. საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შემდეგ, ის რიგითი დეპუტატის კაბინეტში გადაინაცვლებს.

როგორც ზვიად ძიძიგურმა „მედაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკიდან წასვლას არც აპირებს.

„დაკავებული ვარ თანამდებობის გადაბარებით. დღეს, მინდა რომ დავცალო ჩემი ოთახი და გადავიდე ახალ სამუშაო რეჟიმში. თანამდებობა დავტოვე, მაგრამ პარლამენტიდან წასვლას არ ვაპირებ. პარლამენტის წევრობა არის პოლიტიკური ბერკეტი რომლის გამოყენებასაც ვაპირებ დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში. კითხვა არსებობდა – პარლამენტიდანაც მიდიხართ? არავითარ შემთხვევაში, პარლამენტიდან რატო უნდა წავიდე? – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცეტრ მთავარში“.

მსგავსი თემები