„გუნდში პირობები არ დაგვიყენებია, ეს თემა იყო ჩაბეტონებული და ვიცოდით, რომ გავიდოდა“ –  ზვიად ძიძიგური

„როდესაც თავისუფალი კენჭისყრის იდეა გამოცხადდა, უკვე ცნობილი იყო, რომ ეს თემა ჩავარდებოდა“ – განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთვარში“ და აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობდა.

„არავითარი პირობები ჩვენ არ დაგვიყენებია და დარწმუნებული ვიყავი, რომ შეუძლებელი იყო ასეთ დონეზე საუბარი. საკითხი უკვე ჩაბეტონებული იყო და  ყველას ვუთხარით, პირობა მივეცით რომ ის გავიდოდა და გადაწევა და გადასინჯვა  შეუძლებელი იყო“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობის სხდომებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა, ის არ დასწრებია: „მე არც დავსწრებივარ იმ უმრავლესობის სხდომებს, იქიდან გამომდინარე რომ უმრავლესობის სხდომები ტარდებოდა ჩემი კოლეგების გადასარწმუნებლად, რომ ეს კარგი ამბავი იყო. არაფერი გადასარწმუნებელი მე არ მჭირდა, მაგრამ როდესაც თავისუფალი კენჭისყრის იდეა გამოცხადდა ჩემთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ეს თემა ჩავარდებოდა. არავითარი ემოციური ან გაბრაზებული გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის პასუხისმგებლობის გასიგრძეგანება. მე არ მინდა იმ პასუხისმგებლობის აღება, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა და მომავალშიც გაგრძელდება“ – განაცხადა ყოფილმა ვიცე-სპიკერმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები