სოფელ დაბაში, ნახანძრალი ტყის აღდგენა დასრულდა

ბორჯომის ხეობაში,  სოფელ დაბაში, ნახანძრალი ტყის აღდგენის საშემოდგომო სამუშაოები დასრულდა, რომლის ფარგლებშიც 144 ჰა ფართობზე  80 ათასამდე ნერგი დაირგო.

როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, 2020 წლიდან სააგენტო დარჩენილ 106 ჰა ფართობს აღადგენს.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, 2018-2019 წლებისთვის, ტყის აღდგენის პროექტი მომზადდა ჯამში 234 ჰა ფართობისთვის, რომელიც  ტყის ეტაპობრივად აღდგენასითვალისიწნებდა.  პირველ ეტაპზე ტყის აღდგენა  144 ჰა ფართობზე დაიწყო,  რომლის ფარგლებშიც,   2018 წლის შემოდგომასა და  2019 წლის გაზაფხულზე  ჯამში 282 730 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნეგრი დაირგო,“ – განაცხადეს სააგენტოში

სამუშაოებში, მეტყევე-სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

მსგავსი თემები