აქციის ლიდერების დაპატიმრების მიუხედავად, პროტესტი, დღეს, მთავრობის სხდომის პარალელურად განახლდება

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 5 პირი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ამის მიუხედავად, აქციის სხვა ლიდერები და ორგანიზატორები დღეს, სახელმწიფო კანცელარიასთან იმ დროს შეიკრიბებიან, როცა მთავრობის სხდომა დაიწყება. მთავრობა კი 10:00 საათზე იკრიბება.

დაკავებულთა სასამართლო პროცესი გვიან ღამემდე გაგრძელდება.

აქციის დაშლისას, ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან, სასამართლომ საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე, გიგა მაქარაშვილი,  დიმიტრი ბიძინაშვილი, დავით მჟავანაძე და ირაკლი კაჭარავა სამართალდამრღვევად სცნო.

მოსამართლემ ირაკლი ნადირაძეს 13 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, გიგა მაქარაშვილს 12 დღიანი, დიმიტრი ბიძინაშვილს 13 დღიანი, დავით მჟავანაძეს და ირაკლი კაჭარავას კი 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

მსგავსი თემები