ქუთაისში აქციის მონაწილეებმა სტაფილოებით “ბიძინა” დაწერეს

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა მერიის წინ პერფორმანსი გამართეს და სტაფილოებით “ბიძინა” დაწერეს. მათ თითო სტაფილოზე იმ დეპუტატების სახელები დაწერეს, რომელთაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ამით გამოხატეს პროტესტი მოპარული საარჩევნო სისტემის გამო. მათ დღესვე, სიმბოლურად მერიის მოაჯირზე ბოქლომი შეაბეს და გასაღები მოქალაქეებს მისცეს. აქციის დასასრულს, მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება კვლავ მოხდა.

ამ წუთებში, ქუთაისი მერიასთან აქცია  გრძელდება. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მსგავსი თემები