საქალაქო სასამართლოში ვითარება დაიძაბა – აქციის მონაწილეებს დარბაზში არ უშვებენ

საქალაქო სასამართლოში ვითარება დაიძაბა. აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სხდომათა დარბაზში შესვლა სურდათ, რისი საშუალებაც მანდატურებმა არ მისცეს.

სასამართლო დარბაზში არ შეუშვეს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილიც, რომლის განაჩენიც 18:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მთელი დღეა დაკავებულების სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მოსამართლემ დაკავებულების შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხანში უნდა გამოაცხადოს. 

მსგავსი თემები