სამედიცინო პერსონალისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა მკაცრად დაისჯება

მას შემდეგ, რაც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სამედიცინო წრეებში კანონის გამკაცრებაზე დაიწყო საუბარი. ექიმის ცემას უკვე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა აცხადებს, რომ შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზადაა. მისი ინფორმაციით, ახალი კანონის მიხედვით, ყველა პირი, რომელიც ექიმს ან სამედიცინო პერსონალს პროფესიულ საქმიანობაში ფიზიკურად, ან ფსიქოლოგიურად ხელს შეუშლის, მკაცრად დაისჯება.

” კანონპროეტმა ყველა მოსმენები გაირა. სამედიცინო მომსახურების გაწევის დროს ხელის შეშლა არ შეიძლება და დაისჯება საკმაოდ მკარად” – განაცხადა ზაზა ბოხუამ

შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ცნობილ ექიმს, ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა პაციენტის ცოლმა და მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაზარალებულმა ექიმმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა. გამოძიებამ სავარაუდო ძალადობაში მონაწილე პირი გამოკითხვაზე უკვე დაიბარა.

მსგავსი თემები