“დედა შემაგინა და დაიწყო ხელჩართული ბრძოლა” – ექიმი გიორგი მაღალაშვილი თავდასხმის დეტალებს იხსენებს

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი, გიორგი მაღალაშვილი, რომელსაც თავს დაესხნენ იხსენებს, რომ მასთან კაბინეტში შევიდა 2 კაცი, რომელთაგან ერთ-ერთი აგრესიულად ითხოვდა ექიმისგან პასუხს პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ექიმის თქმით, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც მამაკაცმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“ავადმყოფის ერთ-ერთ ნათესავთან მოხდა ხელჩართული ბრძოლა. პრეტენზია ქონია იმაზე, რომ თურმე ვიღაცა ჰყოლია ავადმყოფი, რომელიც საავადმყოფოში დაღუპულა და ექიმებს ვერ იტანს. ოპერაცია კარგად შესრულდა და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, რას ჰქვია იმედიაო, გარანტიებიო? რომ გავიდა კორიდორში, იქიდან დედა შემაგინა, ავდექი და მეც გავედი, ამას მოყვა ხელჩართული ჩხუბი,” – განაცხადა გიორგი მაღალაშვილმა.

შსს-მ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. 120-ე მუხლი განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. 

მსგავსი თემები