„ბლოკირება „ბალეტის ჟანრში“ დაიშალა, ვინც კანონს თავით დაეჯახება, ადეკვატურ პასუხს მიიღებს“ – ალექსანდრე ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია აცხადებს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად არის დაცული, თუმცა, ვინც წითელ ხაზებს გადაკვეთს, შესაბამის პასუხს მიიღებს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„ის, რომ პარლამენტს ბლოკირება გავუკეთოთ, არ მივიღოთ ბიუჯეტი, ეს არ გამოვა. პროტესტის გამოხატვის უფლება და საშუალება ყველას აქვს. ვისაც უნდა, სადაც უნდა, როგორც უნდა და რაც უნდა იმას ლაპარაკობს. თუ პროცესები ცივილურ ფორმებს გასცდება და კანონს თავით შეეჯახებიან,  ბუნებრივია რომ ადეკვატურ პასუხს მიიღებს. ის, რომ მათ ახლა მოინდომონ პარლამენტის ბლოკირება, რომ სესიები არ ჩატარდეს არ გამოვა. რამდენად არიან ისინი მზად ამ ყველაფრისთვის, ძიძგილაობისთვის, ჭყლეტისთვის, ეს  სხვა საქმეა. თქვენ ნახეთ, რომ ბლოკირება „ბალეტის ჟანრში“ დაიშალა, იმდენად სუფთად და მაღალი სტანდარტით, რომ ვერც კი წარმოგვედგინა“ – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.   


მსგავსი თემები