“სამწუხაროა, როცა პირობა გაგექცევა ხელიდან, მაგრამ ეს არაა აპოკალიფსი” – ალექსანდრე ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წევრებმა, უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღეს და ეს არ იყოს სწორი გადაწყვეტილება. დეპუტატმა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდგომ განვითარებული მოვლენებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.   

ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, კანონპროექტის ჩავარდნამ უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა მმართველი გუნდი, თუმცა ეს ქვეყნის არეულობის მიზეზის არ უნდა გახდეს. მისი თქმით, უმრავლესობიდან წასვლა დეპუტატებმა, ემოციურ ფონზე მიიღეს, რაც დანაკლისია “ქართული ოცნებისთვის”.

“ნებისმიერი ადამიანის წასვლა უმრავლესობიდან, მით უმეტეს 12 კაცის, რასაკვირველია დანაკარგია. ვინც იტყვის, რომ ეს არაფერია იქნება ტყუილი. სახელმწიფოებრივად ეს გასვლები არ იყო სწორი და ემოციური ნაბიჯები იყო მათი მხრიდან. რაც მოხდა, საკმაოდ უხერხული სიტუაცია შეიქმნა. სამწუხაროა, როცა პირობა გაგექცევა ხელიდან, მაგრამ ეს არაა აპოკალიფსის წინა პირობა,” – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

დეპუტატის თქმით, მაჟორიტარებმა, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, უმჯობესი იქნებოდა, თავის დროზე გამოეხატათ პოზიცია. 

“უკეთესი იქნებოდა, რომ მაჟორიტარებს, რომლებმაც ხმა არ მისცეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, განხილვების დროს ეს ეთქვათ და იქნებოდა ლოგიკური. როგორც ჩანს ხალხთან შეხვედრების დროს, მათ გაუჩნდათ რწმენა, რომ ამის მიღება არ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა უხერხულობა შეიქმნა. თუ რა დონისაა ეს გადაცდომა და დანაშაულია თუ არა, ამაზე საქართველოს მოსახლეობა გაგვცემს პასუხს 2020-ში,” – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში” 

მსგავსი თემები