„საოკუპაციო რეჟიმი წითელ ხაზებს კვეთს, მსოფლიოს ყველა ექიმს მივმართავ, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში” – მირიან წიკლაური

საქართველოს პარლამენტის წევრი, ექიმი მირიან წიკლაური მსოფლიოს ექიმთა საზოგადებას მიმართავს და მოუწოდებს, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გატაცებულ ექიმთან დაკავშირებით, ერთიანი პროტესტი გამოხატონ. 

როგორც დეპუტატმა და ექიმმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში, ის ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად, დაჭრილების გადასარჩენად მუშაობდა.

„ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ვმუშაობდი  და 2008 წელს ერთად ვმკურნალობდი დაჭრილებს. იმ დაჭრილებსაც, რომლებიც მოჰყავდათ ფრონტის იქითა ხაზიდან. საოკუპაციო რეჟიმი გადადის ყველა ზღვარს. ექიმის დაჭერა და მოტაცება ყველა ზღვარს სცილდება. მინდა, მოვუწოდო მსოფლიოს ყველა ექიმებს, მათ შორის ექიმებს რუსეთის ფედერაციაში და განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც მე ვიტყოდი რუსეთის საიდუმლო საზოგადოების ელიტას წარმოადგენენ, ხმა ამოიღონ და ხმამაღლა განაცხადონ პროტესტი ამ უმსგავსო და ყოვლად მიუღებელი ფატის წინააღდეგ. ვაჟა გაფრინდაშვილი არის ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი, ვინც კი ვინმე შემხვედრია, არამარტო ექიმი ის საუკეთესო პიროვნებაა. ის არის პატრიოტი, ღირსეული ქართველი. ვთხოვ ყველას, ხმა ამოიღოს ამ უმსგავსო საქციელის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმი არანაირ საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობდა. მისი იარაღი სამედიცინო იარაღები იყო.     

მსგავსი თემები