“ისევ გაკეთდება პიკეტი, სამშაბათს სესია არ შედგება” – აქციის მონაწილეები მასშტაბურ აქციას აანონსებენ

პარლამენტის შენობის საპროტესტო აქცია განახლდა. ადგილზე აქციის მონაწილეებთან ერთად, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან.

აქციის ორგანიზატორებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, ისინი დღეს ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ განაცხადებენ.

მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენლის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ორშაბათისთვის, 25 ნოემბრისთვის მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან და პარლამენტის პიკეტირებას ისევ მოახდენენ.

„მინდა ჩვენს მოთხოვნებში მეტი სიცხადე შევიტანო. ჩვენ ვდგავართ და ბოლომდე ვიდგებით იმ აზრზე, რომ პროპორციული არჩევნები გარდაუვალი აუცილებლობაა ამ ქვეყნისთვის, რომელსაც არ დავთმობთ. ვინაიდან ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ხალხი აღარ დაგრჩათ, ჩვენვე შემოგთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც აბსოლუტურად ზის კონსტიტუციაში.

ჩვენ პროპორციულ არჩევნებს აუცილებლად უზრუნველვყოფთ. ხომ დაგვშალეთ გუშინ, ორშაბათს აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევს დაშალო. ყოველ კვირას აქ იქნება პიკეტი, სამშაბათს სესია არ შედგება და თუ დეპუტატებს მოუნდებათ იქ შესვლა , ჯერ ქართველი პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და უნდა გაგვწიონ ჩვენ ყველა. ყოველ კვირას სიცოცხლეს გაგიმწარებთ“,-განაცხადა დიღმელაშვილმა.

მსგავსი თემები