„სამოქმედო გეგმა გამზადებულია სახელწოდებით – „მაინც დაგაბოქლომებთ“, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე გაჟღერდება მათი სტრატეგიები.
„19:00 საათზე ახალგაზრდების მხრიდან გაკეთდება განცხადება იმ შეთანხმებისა და სტრატეგიის შესახებ, რომელიც გვაქვს. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მაინც დაგაბოქლომებთ“, – თქვა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიმართა, სადაც სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.