“დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს” – კახა ოქრიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებით, მოსახლეობის 99% საარჩევნო სისტემებში ვერ ერკვევა და არ იცის, რით განსხვავდება ან რა არის კარგი მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემაში. 

ოქრიაშვილის თქმით, დებილები ყველგან არიან, მათ შორის ჟურნალისტებშიც უნახავს დებილები.

“დღეს რომ ჩვენ გამოვიკვლიოთ ჩვენს მოსახლეობაში და ვიკითხოთ, რით განსხვავდება, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში, რა ცუდი, აგრეთვე პროპორციულში, ჩვენი მოსახლეობის 99% ვერ გვიპასუხებს, იმიტომ რომ ვერ ერკვევა. ამიტომ გაიხსნას დისკუსია, გავაცნოთ მოსახლეობას ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და მერე გადაწყდება ეს საკითხი.

ზუსტად ვიცი, რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არა. არ მაქვს ცუდი წარმოდგენა, ხალხმა კი არა, მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის. დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს,” – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

მსგავსი თემები