სვანეთის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

მესტიაში, ეცერისა და ცხუმარის ტყეებში ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე ამ დროისთვის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და 130 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსის, ლევან ჩალიგავას ინფორმაციით, ხანძრის ადგილზე არ არსებობს ცეცხლის ახალი კერების გავრცელების საფრთხე. ამასთან, აღარ არის ღია კერები.

სატყეო სამსახურის თანამშრომლების ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა. ხანძარი მესტიაში კვირას, გვიან ღამით გაჩნდა.

ადგილობივები სავარაუდო მიზეზად, შესაძლო დაუდევრობას ასახელებენ. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს ეკიდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები