ირაკლი კობახიძე პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას არ აპირებს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ის პარტიული საქმიანობით იქნება დაკავებული და არც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობას აპირებს და არც ვაკანტური რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარეობას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, განცხადებით, ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებზე კონსულტაციები მიმდინარეობს და მალე დასრულდება.

„კონსულტაციები მიმდინარეობს და გაგრძელდება. უახლოეს დღეებში, გარკვეული მონახაზი გვექნება. სასურველია, რომ უკვე მომდევნო პლენარულ კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მისი მხრიდან პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ამას არ ადასტურებს: „არ დავიკავებ არც ერთ საპარლამენტო თანამდებობას, მე დაკავებული ვიქნები პარტიული საქმიანობით“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო, მმართველი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელმა საპარლამენტო უმრავლესობა და პოლიტიკური თანამდებობები დატოვეს. ამ ეტაპისთვის,  როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ისე, რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია.

მსგავსი თემები