“ადრე რაც ხდებოდა იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შსს-ს მინისტრის, ახლა, ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერის” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არაა. მისი თქმით, ნებისმიერი კანონდარღვევა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღკვეტილი იქნება.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პარლამენტის ფუნქიონერიებისთვის ხელის შეშლა კანონდარღვევაა.

“ადრე ის რაც ხდებოდა იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შსს-ს მინისტრის და ახლა, ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ- მინისტრის. ამაში კი სხაობა საერთოდ არ არის. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის სრულად დაცული. რამოდენიმე დღის მანძილზე ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე უპასუხსიმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა ადამიანებს, ბლოკირებისკენ, პარლამენტის ფუნქცნიონირება შეეზღუდა და დეპუტატების შეურაცხყოფა, ისინი ფაქტობრივად თავს დაესხნენ დეპუტატებს. ამის შემდეგ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდა. უკანონო აქციის ბლოკირება, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ იქნება აღკვეთილი. მომავალშიც, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს.” განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები