„ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო“ – IRI-ს კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვით, ხელისუფლების ნდობის მაჩვენებელი დაწეულია. IRI-ის ინფორმაციით,  პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო.

ინსტიტუტში ასევე აცხადებენ, რომ არც ერთ პარტიას გააჩნია გამოკვეთილი უპირატესობა მომავალი არჩევნებისთვის, თუმცა, არსებობს ამომრჩევლის მოზიდვის პოტენციალი ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევით, რაც კვლავაც საქართველოს მოქალაქეების მთავარ პრობლემად რჩება.

IRI-ის ინფორმაციით, წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.

მსგავსი თემები