გრიგოლ ვაშაძემ სპეცრაზმელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გრიგოლ ვაშაძე რუსთაველის გამზირზე მყოფ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს გზის ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა.

„გამატარე, კაცო, ჩემს ქალაქში ვარ. გამატარე, რა. ჩემს ქალაქში ვარ, ბიჭო. ჩემს ქალაქში ვარ, რას აკეთებ, ნორმალური ხარ?“, – მიმართა გრიგოლ ვაშაძემ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს.

მსგავსი თემები