სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო

ვითარება რუსთაველის გამზირზე უკიდურესად დაიძაბა – სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო.

ნახევარსაათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, სპეცრაზმელები ხელკეტებითა და ფარებით აქციის მონაწილეებისკენ დაიძრნენ. სამართალდამცველებმა დაიწყეს კარვების აღებაც.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები და 80-მდე სპეცრაზმელი.

მსგავსი თემები