პარლამენტის უკანა შესასვლელი სამშენებლო ნაგვით ჩახერგეს

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელი „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა სამშენებლო ნაგვით ჩახერგეს.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ნარჩენები იქვე, ერთ-ერთი შენობიდან იყო გამოტანილი, რომელიც შესაბამისმა სამსახურებმა არ წაიღეს.

ამასთან, დღეს აქციის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყეს. 

მსგავსი თემები