“ბლოკირების შემთხვევაში ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია” – რომან კაკულია

პარლამენტთან მიმდინარე პროცესებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  საზოგადოების პროტესტი მნიშვნელოვანია, თუმცა პარლამენტის შენობის ბლოკირება ხელს შეუშლის დიალოგს, რომელიც მომიტინგეების მოთხოვნებზე სასაუბროდ აუცილებელია.

მისი თქმით, პარლამენტის ბლოკირება დაუშვებელია და ხელისუფლება ასეთ შემთხვევაში მოიქცევა ისე, როგორც კანონი ითვალისწინებს.

“სამწუხაროდ ბოლო 30 წელია გავდივართ ამ დემოკრატიის ტესტებს და საბოლოოდ ვერ გავიარეთ ისე, რომ გავიდეთ მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე. ხელისუფლების მთავარი მოვალეობაა არ ვკონცენტრირდეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და ვკონცენტრირდეთ იმ მოთხოვნებზე, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ამაზე ვიფიქროთ. ჩვენი დიალოგი შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ გვინდა დიალოგი. ჩვენც უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმში, რომ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ იმ მოთხოვნებთან მიმართებაში. როდესაც ბლოკირებას იწყებ კონსტიტუციური შენობის თავისთავად სპობ გზას, რომელიც დიალოგისკენ მიდის, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ერთმანეთისკენ მიმავალი გზის პოვნა,”- განაცხადა რომან კაკულიამ.

ბლოკირების დაშვება არ შეიძლება და ვინც ამას აკეთებს, ერთის მხრივ საუბრობს ,რომ დიალოგი უნდა შედგეს გარკვეულ საკითხზე და მეორე მხრივ, ჭრის დიალოგის გზას. ეს თემა უნდა მოიხსნას, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია. კანონი ძალიან მკაფიოდ ასახელებს იმ ღონისძიებებს, რომელიც საჭიროა, როდესაც ხდება ბლოკირება, მოვუწოდებ ამ გზას ნუ დაადგებიან, ამით თავიდანვე ეჭვის ქვეშ აყენებენ დიალოგს.

როცა ასეთი საპროტესტო ტალღაა, ორი თემა განიხილება, ეს არის საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, თუ სრულიად საზოგადოების პროტესტი, შენ რეაგირებ საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტზე და როგორც რეაგირებ ამით ყალიბდება დამოკიდებულება შენს მიმართ, არჩევნებზე ამას გახსენებენ, გირჩევენ ან არ გირჩევენ. თუ პროტესტი იმ მასშტაბისაა, რომ შენ შეიძლება განიხილო საკითხი, რომ შენი ხელისუფლებაში ყოფნა ხომ არ დგება ლეგიტიმაციის ქვეშ, ეს სულ სხვა მასშტაბის პროტესტია, ჩვენ ვაკვირდებით მდგომარეობას, პროტესტს იმდენად აქვს მნიშვნელობა, რომ ვიცოდეთ შინაარსი.  ნებისმიერი რაოდენობა არის საფუძველი, რომ დაიწყო ფიქრი, მსჯელობა და რა გადაწყვეტილებასაც გააჟღერებ, ამის პასუხი  დაგხვდება არჩევნებზე. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ მაშინ რა რაოდენობაა ადამიანების ის რაოდენობა, როდესაც რაიმეს როცა ითხოვენ ავტომატურ რეჟიმში ცვლი, ასეთი რაოდენობა დადგენილია. არ არსებობს, მაგრამ არსებობს სიტყვა – გონივრული, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შეიკრიბა ადამიანების ის რაოდენობა, რომ შენი ლეგიტიმურობა დააყენონ ეჭვის ქვეშ, მაშინ რა გვინდა პარლამენტში? ყველამ უნდა დავიხუროთ ქუდი და წავიდეთ. ყოველი ათი ათასი ადამიანის მოსვლისას თუ ხელისუფლება სახლში უნდა წავიდეს, მაშინ არჩევნებს რა აზრი აქვს”,- აღნიშნა კაკულიამ. 

მსგავსი თემები