“სამართალდამცველები პარლამენტში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებიან” – შსს

პარლამენტის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართალდამცველები მობილიზებული არიან თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი.

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა.

მსგავსი თემები