“პოლიციას უკანონო მითითებებს აძლევენ, ადამიანები გადაჭყლიტეს” – ხატია დეკანოიძე

“ქართული ოცნების” ოფისთან ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები შენობასთან მიახლოებას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ. დაპირისპირებისა და შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

“ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, რომ პოლიციას უკანონო მითითებებს აძლევენ. არ იყო ეს კანონიერი და კანონის მითითება თუ ვინმეს სჭირდება, სჭირდება ივანიშვილს. ეს არ იყო კანონიერი, ადამიანები გადაჭყლიტეს, მიაწვნენ და ახლა 50 კაცი მარტო მე მომაწვა ერთ ადამიანს”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

“ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ დღეს პოლიციას კანონის დარღვევა უწევს იმისათვის, რომ ხალხის პროტესტი აღკვეთოს. 

“სამწუხაროდ, დღეს პოლიციას უწევს კანონის დარღვევა, იმიტომ რომ მათ “ქართულმა ოცნებამ” დაავალა, რომ აზრის გამოხატვა, პროტესტი უნდა აღკვეთო, უხეშადაც შეგიძლია მოექცე, მთავარია ბიძინა ივანიშვილი დაიცვას. ამ პრობლემის წყარო ამ პრობლემის არის ბიძინა ივანიშვილი და არა ეს პოლიციელები”,- განაცხადა ხოშტარიამ. 

მსგავსი თემები