პოლიციისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირებისას 2 ადამიანი დაშავდა

ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ ოფისთან ვითარება ისევ დაძაბულია, პოლიციას პარტიის ოფისთან მისასვლელი ყველა გზა გამაგრებული აქვს. პარალელურად, აქციის მონაწილეები „ოცნების „ ოფისთან მისასვლელ ყველა გზასთან არიან მობილიზებულები და ოფისთან მიახლოებას ცდილობენ.

პოლიციასთან დაპირისპირებაში 2 ადამიანი დაშავდა. ერთმა, სავარაუდოდ ფეხის ტრავმა მიიღო, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა. მეორე დაშავებული ოპერატორია. როგორც პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, მას ხელი აქვს მოტეხილი.    

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

მსგავსი თემები