აშშ-ის საელჩო თბილისში 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით თანამშრომლებს აფრთხილებს

აშშ-ის საელჩო თბილისში 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, თანამშრომლებს აფრთხილებს.

„საპროტესტო აქციები თბილისში შაბათ-კვირასაც გაგრძელდება, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. 17 ნოემბრის შუადღეს და საღამოს განსაკუთრებით დიდი დემონსტრაციებია მოსალოდნელი. აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებს მოვუწოდებთ, ერიდონ საპროტესტო აქციებისა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და მზად იყვნენ მოსალოდნელი ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებებისთვის,“ – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩო თანამშრომლებს ურჩევს, სიახლეების გასაცნობად ადგილობრივ მედიას ადევნონ თვალ-ყური.

მსგავსი თემები