“შემეძლო, ასეთი ემოციური გადაწყვეტილება მეც მიმეღო გუშინ” – რომან კაკულია

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის უმრავლესობას ტოვებს.

რომან კაკულიას განცხადებით, პოლიტიკური პარტიების გაერთიანებით, უკეთესი მოცემულობის შექმნას ვერ ხედავს.

“შემეძლო, ასეთი ემოციური გადაწყვეტილება მეც მიმეღო გუშინ. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. იმ ადამიანებს, რომლებიც გარეთ დგანან, მიუხედავად იმისა, როგორი ტერმინებით მოგვიხსენიებენ, დამიტოვეთ უფლება, მქონდეს ეჭვი, რომ მაგათი გაერთიანებიდან უკეთესი მოცემულობის შექმნას ვერ ვხედავდე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო უპრიანი იქნება, დღეს ვეცადოთ გუნდის შიგნით გავაძლიეროთ მოცემულობა“ – განაცხადა რომან კაკულიამ

მსგავსი თემები