„ჩვენ და იმ პარტიებს, რომლებიც ქუჩაში დგანან, ერთი მიზანი გვაქვს, „ოცნება“ უნდა წავიდეს“ – გიორგი ლომია

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის გიორგი ლომიას განცხადებით, ვადამდელი არჩევნები რეალურია და ის დღეს ორ პოლიტიკურ სუბიექტს აძლევს ხელს – „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. როგორც ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ისინი აქციას უერთდებიან და ხელისუფლება უნდა გადადგეს.

„ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა ჩვენთვის სულ ერთია, მაგრამ, მაგრამ, ვის შეიძლება აწყობდეს? ვის და “ქართულ ოცნებას”  და გარკვეულ წილად “ნაც მოძრაობას”.  ჩვენი ამოცანაა ხელისუფლების გადაყენება – ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. ჩვენ და იმ პარტიებს, რომლებიც ქუჩაში დგანან, ერთი მიზანი გვაქვს, უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის არასწორად გადადგმული ნაბიჯები, უნდა დავამარცხოთ ივანიშვილიც და “ოცნება” – განაცხადა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

გიორგი ლომია განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მათთვის იდეოლოგიურად მიუღებელია, თუმცა, ამ შემთხვევაშ, მიზანი ერთია: „საუბარი არ არის, რომ ჩვენ ვერთიანდებით, უბრალოდ, არსებობს ბუნებრივი პარტნიორობა. შეიძლება, ერთმანეთთან იდეოლოგიურად არ გვქონდეს საერთო, არც მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ, მიზანი კი არ გვაერთიანებს, ამ მიზნის მიღწევაში ვართ ბუნებრივად პარტნიორები. ამ შემთვევაში, ჩვენ ერთად კი არ ვდგავართ სადმე ტრიბუნასთან, ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, მაგრამ მიზანი ერთია – გადადგეს ხელისულება. ეს აქციაც ემსახურება იმ მოთხოვნებს – გადადგეს ხელისუფლება. აქციები არ შეწყდება, ის მიიღებს პერმანენტულ ხასიათს მანამ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ“ – განაცხადა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

გიორგი ლომიამ 17 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზეც ისაუბრა, და აღნიშნა, რომ 17:00 საათზე, „რესპუბლიკის მოედანი“ გაივსება.

მსგავსი თემები