“შესაძლებელია კანონპროექტის შემობრუნება” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება სუბიექტურად უფრო მომგებიანი იყოს.

კობახიძის თქმით, პირველი მოსმენის შემდეგ, შესაძლებელია კანონპროექტის შემობრუნება სრული პროცედურის დაცვით.

“გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფორმატში, რა ფორმატშიც მიიღება საკონსტიტუციო გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ვერ მოგროვდა ხმების საკმარისი რაოდენობა. რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის სუბიექტურად მხოლოდ მომგებიანი შეიძლება იყოს, თუმცა ეს არანაირად არ განიხილება. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის 31 ოქტომბერს და ყველა პარტიას მოვუწოდებთ, ამ მიზნით ვიმოქმედოთ, ჩვენ სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს”, – ამბობს კობახიძე.

პირველი მოსმენის შემდეგ, შესაძლებელია კანონპროექტის შემობრუნება სრული პროცედურის დაცვით. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა მოხდეს ხელმოწერების შეგროვება, უნდა შეგროვდეს ან 200 ათასი ხელმოწერა, ან 76 დეპუტატის ხელმოწერა. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საყოველთაო-სახალხო განხილვა, საკომიტეტო განხილვა და სამი მოსმენა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ეს არის სტანდარტული პროცედურა. ერთადერთი პროცედურა რაც არის ეს არის თავიდან ინიცირება ყველა წესის დაცვით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთის, დღეს დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდეს.

https://mcm.ge/დეპუტატებმა-საკონსტიტუც/

მსგავსი თემები