პარლამენტში მობილიზებულია პოლიცია   

პარლამენტთან და სახელმწიფო კანცელარიასთან უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული. პარლამენტის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრს იცავს პოლიცია. ადგილზეა კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია და როგორც ინფორმაცია ვრცელდება, სპეცდანიშნულების რაზმიც.

პარლამენტთან კონტროლი ჯერ კიდევ დილიდან იყო გამკაცრებული, როცა შენობაში შემსვლელებს საბუთებს პარლამენტის გარე პერიმეტრზე უმოწმებდნენ. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩავარდა და პარლამენტის შენობასთან საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა. პარლამენტის შენობაში არავის უშვებდნენ, შემოსვლიდან გამომსვლელებს კი პარლამენტის შენობის წინ გადაადგილებას უზღუდავდნენ.

ამ წუთებში, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი და ჭიშკარი, სპეციალური რკინის ურდულებითა გამაგრებული     

მსგავსი თემები