პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

  •  

საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, დღეს, ორჯერ გადადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი 12:00 საათზე უნდა უყაროს. ამ წუთებში, უმრავლესობის წევრები ისევ თათბირობენ.

დეპუტატთა ერთი ნაწილი კანონპროექტის ჩაგდებას აანონსებს, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ მათ მოსახლეობას პირობა მისცეს, რომ მაჟორიტარულ სისტემაზე იტყოდნენ უარს და პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდნენ და ეს უნდა შესრულდეს.   

პარლამენტის წინ, გუშინ საღამოს დაწყებული საპროტესტო აქცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, დღესაც გაგრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. კერძოდ, პარლამენტის დაცვის სამსახური პარლამენტში შემსვლელებს არა შენობის შიგნით, არამედ შენობის შესასვლელამდე ქუჩაში ამოწმებს და მათ საბუთებს სთხოვს. პარლამენტი შენობაში გამკაცრებულია მათი შესვლა, ვისაც პარლამენტის მოწმობა ან აკრედიტაცია არ გააჩნია. შეზღუდულია საშვის დაშვებაც.

სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ დააანონსა, პირველი საკითხი პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრა იქნება.

მსგავსი თემები