საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მეუფე პეტრეს მეუფეს სტატუსი არ გააჩნია. რაც შეეხება მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას, როგორც ქარჩავამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხდა, მათ ჭორაობაზე სინოდი ვერაფერს განიხილავს.
„ყოფილ მეუფე პეტრესთან დაკავშირებით ვთქვი ჩემი პოზიციაა, რომ დღეის მდგომარეობით, ის არ არის მიტროპოლიტის, მეუფის, ეპისკოპოსის სტატუსის მატარებელი. თუ ის მოინანიებს სინოდს შეუძლია, აღუდგინოს მას მიტროპოლიტის ხარისხი, ანუ ეპისკოპოსის, რომელსაც ჩვენ მეუფეს ვეძახით. მას ეპისკოპოსის სტატუსი გაუქმებული არ აქვს, აქვს შეჩერებული“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ „მედიაცენტრ მთავართან“.
რაც შეეხება მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას განცხადებას „მედიაცენტრ მთავარში“, რომ მხილება მანამ გაგრძელდება, სანამ სასულიერო პირები ბრალდებების განხილვას სინოდში არ დაიწყებენ, ქარჩავა აცხადებს რომ ისინი ჭორაობენ და ჭორაობის განხილვა ვერ დაიწყება.
„ვინაა ეს პიროვნება, არ ვიცი. სარია ჩვენთან სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში. ის იმდენად გასულია თეოლოგიური, კანონიკური სფეროდან, რომ მის რაღაც გარკვეულ საუბრებზე კომენტარი რთულია. ვერანაირი მხილებები ვერ გაგრძელდება. ისინი რასაც ამბობენ, ეს მათ მიერაა მოგონილი. ეს უკავშირდებოდა „ციანიდის საქმეში“ არსებულ ჭორაობებს, რომელიც არანაირად არა გამყარებული მტკიცებულებებით. ამიტომ ჭორაობა, ვარაუდები, რომ ვიღაცა ცუდად იქცეოდა და იქცევა არაა მტკიცებულება“ – აღნიშნა საპატრიარქოს იურისტმა „მედიაცენტრ მთავართან“.