ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ მირზა სუბელიანს სავარაუდოდ ბრალს წაუყენებენ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 43 წლის მირზა სუბელიანს შესაძლოა ბრალი წაუყენონ. შსს-ში თითქმის 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი დაკითხვა. სუბელიანთან ამ წუთებში ადვოკატი შევიდა. მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების ბრალდებით ის უკვე მესამედ დაიბარეს.  

 ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე კი მის დაკავებას დღეს ელოდება, რადგან სწორედ დღეს იწურება ვადა, რომელიც მან ხელისუფლებას მისცა და კონკრეტული გვარებიც დაუსახელა, ვინც მისი შვილის მკვლელობის საქმეზე უხეშად ერეოდა პროცესებში.

როგორც ზაზა სარალიძემ „მთავარს“ განუცხადა, კონკრეტული შედეგი სუბელიანის და სხვების დაკავების მხრივ დღეს უნდა დადგეს.    

მსგავსი თემები