„სახალხო დამცველად წოდებული ნინო ლომჯარია თურმე ისტერიკაშია და ისტერიულად ითხოვს ჩემს დაპატიმრებას. საინტერესოა არა? სახალხო დამცველი უმიზეზოდ ითხოვს მოქალაქის დაპატიმრებას და ისტერიულად ყვირის „სასწრაფოდ ბრეგაძეს რამე „გაუჩალიჩეთ“ ან რაიმე იპოვეთ რომ დავაპატიმროთო”, – აცხადებს „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.
ბრეგაძე სახალხო დამცველისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„ყოველივე არის ჩემი უფლებების უხეში დარღვევა, რის გამოც, წესით, უნდა მივმართო სახალხო დამცველს, თუმცა, როგორ მივმართო სახალხო დამცველს, როდესაც ის თავად ითხოვს, რომ “რამე გამიჩალიჩონ” და უკანონოდ დამაპატიმრონ? სასაცილოა, ძალიან სასაცილოა, მაგრამ სამწუხაროდ სატირლად გვაქვს საქმე. რაც არ უნდა მოიმოქმედოს, ლომჯარიას მოუწევს ბოდიშის მოხდა და პასუხისგება იმ ავაზაკობებზე რასაც ის ჩადის! ამიტომ ,ამ დღეებში თუ რამე “გამიჩალიჩეს” ან საქმე შეკერეს არ გაგიკვირდეთ, ეს ჩემი უფლებების დარღვევა სახალხო დამცველის ბრალი იქნება… ნეტავი გაბედოს და მართლა “გამიჩალიჩოს” რამე. ამ საქმეს ლომჯარიას ლუსტრაციად და მის პოლიტიკურ გაშიშვლებად ვაქცევ! დემოკრატია კი არა, არამედ ჩრდილოეთ კორეაა“, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.