დღეს და ხვალ საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, თბილისში, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, თბილისში, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მერიის ინფორმაციით, დღეს 22:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, პეკინის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

დღესვე, 23:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ცოტნე დადიანის, სესილია თაყაიშვილის, გიორგი ლეონიძისა და ჯავახეთის ქუჩებზე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

მსგავსი თემები