პარლამენტმა ოპოზიციის კანონპროექტი, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ჩააგდო

32 მომხრე, 55 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტი, რომლის თანახმადაც  2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს საარჩევნო ბლოკებისა და შესაბამისი ბარიერის მეშვეობით, ჩააგდო.

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიხედვით, არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც.

უმრავლესობას კანონპროექტის გასატანად საჭირო მინიმუმ 113 ხმა არ აქვს და შესაბამისად კანონპროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება. ოპოზიცია თანახმაა, რომ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, თუმცა მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ უმრავლესობაში შემავალი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი.

მსგავსი თემები