რუსმა სამხედროებმა სოფელ კოდისწყაროს ორი მცხოვრები დააკავეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს ორი მცხოვრები დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზარდიშვილი მწყემსები არიან და, სავარაუდოდ, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, რა დროსაც დააკავეს. ერთ-ერთმა დაკავებულმა ოჯახის წევრებთან დარეკვა მოასწრო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მსგავსი თემები