ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ რამდენიმე მიმართულებით ფრენებს დროებით აუქმებს ან სიხშირეებს ამცირებს.
თბილისი-ბარსელონას მიმართულებით ფრენები უქმდება 20.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 12.01.2020-დან 04.03.2020-მდე.
თბილისი-ბოლონიის მიმართულებით ფრენები უქმდება 08.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 10.01.2020-დან 04.03.2020-მდე.
თბილისი-ბრიუსელის ფრენები უქმდება 21.11.2019-დან 12.12.2019-მდე და 16.01.2020-დან 05.03.2020-მდე.
თბილისი-ლონდონის ფრენები უქმდება 23.11.2019-დან 07.12.2019-მდე და 15.01.2020-დან 11.03.2020-მდე.
ბარსელონის, ბოლონიის, ბრიუსელისა და ლონდონის მიმართულებით ფრენები, მითითებული თარიღების შუალედში განრიგის მიხედვით შესრულდება.
ამასთან, თბილისი-პრაღის მიმართულებით ფრენები უქმდება 19.11.2019-დან 10.12.2019-მდე.
თბილისი-ბერლინის ფრენები უქმდება 6 და 16 დეკემბერს, ხოლო 17.01.2020-დან 06.03.2020-მდე გაუქმდება ფრენები ყოველ პარასკევს და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება მხოლოდ ერთი სიხშირით.
თბილისი-კიევის ფრენები 6 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე უქმდება ოთხშაბათობით და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით.