„უნდა გასამართლდნენ, ჩემს გვამზე მოუწევთ გადავლა, ბავშვები მოატყუეს და პორნო ფილმში გადაიღეს“ – ლევან აკინს მშობლები უჩივიან  (ვიდეო)

10 წლის ბავშვის მამამ, რომელიც რეჟისორმა ლევან აკინმა გეი წყვილის სიყვარულის ისტორიაზე გადაღებულ ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაიღო, მთელ შემოქმედებით ჯგუფს პროკურატურაში უჩივის და ბავშვების მოტყუებით გადაღებისთვის სს საქმის აღძვრას და მათ დაპატიმრებას ითხოვეს.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ერთ-ერთი ბავშვის მამამ – ზურაბ ღვინიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„მივიდნენ იმ სტუდიაში, სადაც დამყავს შვილი და გვითხრეს რომ ტრადიციულ ფილმს იღებდნენ,  უნდოდათ მონაწილეობა მიეღოთ ბავშვებს. ჩემი შვილი და ის ბავშვები, რომლებიც გადაიღეს, არაერთხელ არიან სხვადასხვა რეკლამებში გადაღებულები. როდესაც გავიგეთ, რომ ფილმი ტრადიციებზე დაფუძნებული იქნებოდა, გავუშვით ბავშვები. 7-8 ბავშვია იქ ჩვენს გარდა. რომელი დალაგებული მშობელი გაუშვებს შვილს ამ ფილმში გადასაღებად. ვინც მიცნობს, ტრადიციულ ოჯახი მაქვს და რაც გავიგე ეს ჩემთვის იყო სტრესი. ჩემმა შვილმა არ იცოდა რაში იღებდენენ. რეჟისორმაც არ იცოდა, სადაც დამყავს. ბავშვები ცეკვავენ. როდესაც ფილმში გადაიღეს, შარშან, 10 წლის იყო ახლა არის 11 წლის“ – განაცხადა მამამ „მედიაცენტრ მთავარში“

მისივე განცხადებით, ის ფილმს „ამირანის“ წინ აპროტესტებდა. მაშინ არ იცოდა, რომ სწორედ ამ ფილმში იყო შვილი გადაღებული. როცა სახლში მივიდა, მეუღლე ცუდად დახვდა და სწორედ სახლში გაიგო, რომ  ამ ფილმში მისი შილი იყო გადაღებული.

„ბავშვი მეუბნება ფილმი მანახეო, მაინტერესებს როგორ ვარო. მან დღესაც არ იცის, რომ ეს ფილმი სიბინძურე და ამ ფილმში ცეკვავს ის.  იცოდა, რომ ტრადიციულ ფილმში უღებდნენ.  შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში, რომ სრული სიმკაცრით დაისაჯონ ისინი, ვინც ბავშვები მოტყუებით წაიყვანა. ეს ფილმი როგორ ვაჩვენო ბავშვს. მივმართავთ სამართალდამცავებს, პროკურატურას, სასამართლოს, თუ არ მოახდენენ რეაგირებას, მერე ჩემს გვამზე მოუწევთ გადავლა. მე დაველოდები. რომელიც მშობელი აყურებინებს ბავშვს იმ ფილმს. რომელი ჯანსაღი ადამიანი მიიყვანს გადასაღებად, რომ სცონდოდათ რა ფილმი იყო. ვინც  ამ ფილმში არიან ჩართულები, ყველა უნდა გასამართლდეს. ბავშვს ფსიქიკა აქვს დარღვეული. მეუბნება მაჩვენე რა ფილმიაო. 11 წლის ბავშვს ეს სიბინძურე და გარყვნილება როგორ უნდა ვაჩვენო. თქვენ აჩვენებდით?“ – განაცხადა ბავშვის მამამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც ზურაბ ღვინიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ეს ამბავი როცა გაიგეს, მისი მეუღლე ცუდად გახდა და ამ ფაქტს ასე არ დატოვებს: „ვაპროტესტებდი ფილმის ჩვენებას კინოთეატრის წინ. მივედი სახლში და მეუღლე დამხვდა წნევიანი, ცუდად იყო. მითხრა გამაგრდი, რაღაც უნდა გითხრაო და მითხრა, რომ ეს „ის“ ფილმია და მოგვატყუეს. ეს რომ გავიგე, გავგიჟდი. წარმოიდგინეთ, ამის შესახებ მაშინ რომ მცოდნოდა, როცა კინოთეატრის წინ ვიდექი და ფილმს ვაპროტესტებდი, წარმოიდგინეთ, იქ რა მოხდებოდა“ – განაცხადა ბავშვ ის მამამ „მედიაცენტრ მთავარში“.   

https://mcm.ge/%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d/

მსგავსი თემები